რეფლექსია
ტრენინგის "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება" პირველი დღე დავიწყეთ ტრენინგის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობით. განვსაზღვრეთ პროექტისა და ჩვეულებრივი გაკვეთილის განსხვავებულობა. გავეცანი პროექტზე დაფუძნებული სწავლების ელექტრონულ სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია ბმულზე: http://tpdc.ge/essentials/ . სახელმძღვანელოს გარდა გავეცანი მზა რესურსებს, რომლებიც წარმოდგენილია უშუალოდ მზა პროექტების სახით და პროექტის შაბლონის სახით. მაგალითისთვის განვიხილეთ ერთ-ერთი პროექტის გეგმა, განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და რამდენად მიაღწია მიზანს მასწავლებელმა. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო საქაღალდეების სახით.
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.
No comments:
Post a Comment