ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობით და ავარჩიე მათგან ის უნარ-ჩვევები, რომელსაც ჩვენი მომავალი პროექტი განავითარებს მოსწავლეებში.
შემდეგ ვისაუბრეთ პროექტისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დამზადების შესახებ. გავიგე, რა მიზნით, ვისთვის და როგორ უნდა შეიქმნას ბუკლეტი. თაბახის ფურცლით შევქმენი ბუკლეტის ჩონჩხი, რომელიც ჩვენი საკუთარი პროექტის თემას უკავშირდება. ელექტრონული სახელმძღვანელოს რესურსებიდან ვნახე რამდენიმე ნიმუში და გავეცანი მათ.
ვისწავლე ბუკლეტის დამზადება power point-ის ბუკლეტის მზა შაბლონის გამოყენებით.
დღის დასასრულს ვისწავლე ბლოგზე სურათის ატვირთვა, ბლოგის თემის შეცვლა.
ყველა აღნიშნული აქტივობა ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შესრულებული სამუშაოც ნაყოფიერი. :)
No comments:
Post a Comment